უკან დაბრუნება

“ჩვენ ხშირად გვგონია რომ ხალხი,რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა სურთ ჩვენგან შორსაა. თუმცა, ისინი, არც ფიზიკურად და არც ვირტუალურად არიან შორს. მეტიც, პროპაგანდა ყოველდღიურად ჩვენს გვერდით, ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში,ქუჩებში,ოფისებსა თუ სახლებში იჭვრიტება. თუ, ის ადრე, გაცილებით პირდაპირი და აგრესიული იყო, ახლა მობილური, ტაქტიკური და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს უფრო ინტელექტუალურია. დიახ, რუსულმა პროპაგანდამ შეცვალა რიგ შემთხვევებში საზოგადოებრივი ცნობიერება, დიახ,მათ შეძლეს და მოახერხეს ეს რისთვისაც დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დახარჯეს. იარაღად ქცეულ ინფორმაციას არ სჭირდება მხოლოდ კონტრპროპაგანდა. გამარჯვების ფორმულა მარტივია, ვუთხრათ ხალხს სიმართლე. ომი გრძელდება და ჩვენ, ჩვენი სიმართლით მოვიგებთ ამ ომს!“

#ძალაჩვენშია
დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში!
#ჩვენმოვიგებთომს