"არ ჩართო ტელევიზორი - იქ ფრონტის ხაზი გადის. არ ჩარტო კომპიუტერი - იქ ფრონტის ხაზი გადის. არ ჩართო ტელეფონი - იქ ფრონტის ხაზი გადის. არ ჩართო, არ წაიკითხო, არ დაუჯერო. ფრონტის ხაზი ყველგან გადის.
ომი ტერიტორიისთვის ხილულია. ძნელია, არ დაინახო ტანკი, რომელიც გიახლოვდება, ან თვითმფრინავი, რომელიც თავს დაგტრიალებს. მაგრამ კარგი ცოდნა და გაწვრთნილი თვალი და ყური გჭირდება, დაინახო ომი, რომელიც შენი გონებისთვის მიდის. სულ ერთი ბზარის გაჩენაა საჭირო, რომ შემდეგ საქმის ცოდნით ყველაფერს გამოეთხაროს ფუძე, რაც აქამდე იცოდი და როგორც აქამდე გჯეროდა.
ინფორმაცია იარაღია. ცრუ ინფორმაციაც იარაღია. ყველაზე იაფი იარაღი, რომლის მოქმედების ეფექტი ხშირად ბირთვული იარაღისას აჭარბებს. ჩვენს მტერს სიცრუის ულევი არსენალი აქვს. მხოლოდ ჩვენ არა - ამის აღიარება მთელ მსოფლიოს მოუწია. სტრატეგიული კომუნიკაციის არსიც ესაა - სიარული სიცრუის დანაღმულ ველზე. მეორე ნაპირზე უვნებლად გადასასვლელად და სამშვიდობოს ქვეყნის გასაყვანად. წარმატება ყველას, ვინც ამ სახიფათო საქმეს შესჭიდებია. გამარჯვება ყველას, ვინც ამ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცობს.