"დღეს საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ რაც უკრაინაში განვითარდა. ნათლად გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საინფორმაციო ომი არ წავაგოთ. დღეს უკვე ნათელია, რომ ქვეყანაში ანტიდასავლურ და ზოგადად, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა წარმოებს. მიმაჩნია, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება გაერთიანება...მე დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვები ამ და ვხვდები „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ წევრი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ გარკვეული წვლილის შეტანას ლეგიონის მუშაობაში და დასახული მიზნების მიღწევაში."