აშშ-ში მას საზოგადოებრივ, ხოლო ევროპაში სამოქალო თავდაცვად მოიხსენიებენ - "Civilian Based Defense". ამ მიმართულების მკვლევარების მთავარ ინტერესს ის "შეიარაღება" წარმოადგენს, ანუ, ის არამატერიალური ბრძოლის იარაღები, რომლებსაც შეიარაღებული ძალების წინააღმდეგაც კი მოაქვთ წარმატება. ასევე, მკვლევართა საზრუნავს წარმოადგენს იმ მექანიზმებისა თუ ინსტრუმენტების კვლევა-ძიება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამ ტიპის თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება. რატომ არის ეს ჩვენთვის საინტერესო? იმიტომ, რომ "შეუიარაღებელი თავდაცვის" წარმატებული მაგალითების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიბადა და მათი თითქმის აბსოლუტური უმრავლოსობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფორმით მოგვევლინა. უკვე დადგენილია და თითქმის არავინ კამათობს, რომ ამ ტიპის თავდაცვის, ანუ ამ წარმატებულ "ქეისებში" მთავარ, არამატერიაული ხასიათის შეიარაღებად ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური და სოციალური ინსტრუმენტები აღმოჩნდა გადამწყვეტი. ეს მაგალითებია:
1⃣ ლატვიის მიერ, საბჭოთა ოკუპაციის მოლოდინში მიღებული „არაძალობრივი თავდაცვის ცენტრის“ დააფუძნება, რომელიც მიმართული იყო ლატვიის სუვერენიტეტის დაცვისკენ, ლატვიელი ხალხის მობილიზებისკენ და რაც მთავარია, ამ ყველაფრის მიზანს მოწინააღმდეგის შესაძლო მოკავშირეებთან აბსოლუტური დაუმორჩილებლობის მაღალი ხარისხის მიღწევა იყო. 2⃣ მაგალითი, ესტონურია, როდესაც 1991 წელს ესტონეთის სახელმწიფო მოხელეებმა და სახალო ფრონტის წევრებმა „წინააღმდეგობის გეგმა“ გამოაქვეყნეს, სახელად „საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა“. გეგმის მიხედვით საბჭოთა ოკუპაციის შემთხვევაში საოკუპაციო ძალის ყველა ბრძანება და საკანონმდებლო ინიციატივა უკანონოდ ცხადდებოდა. 3⃣1991 წელს ვილნიუსში, ვიტაუტას ლანდბერგისმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეებს შეკრებისა და სამთავრობო შენობების დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სატელევიზო ანძასთან 14 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ლიეტუვას უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის შემთხვევაში, ქვეყანა და მოსახლეობა საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდა.
© მე არ მეჩვენება საკამათოდ, რომ აღნიშნული მაგალითები თანამედროვე გაგების, იგივე "მედეგებოს" (Resilience) "წინაპრები" არიან. შესაბამისად, ამ და სხვა, მსგავსი მაგალითების საფუძველზე გაკეთებული ჩემი ეს დაშვება მიბიძგებს ლოგიკურად ვიფიქრო, რომ ბრძოლის ამ ფორმის საწინააღმდეგო იარაღიც უნდა არსებობდეს. მაღალი ალბათობით ეს იარაღი ე.წ. "ჰიბრიდული საფრთხეებია". რატომ უნდა ვიფიქროთ ასე? იმიტომ, რომ "საზოგადოებრივი თავდაცვის" წარმატებულ მაგალითების ძრავი მუშაობს" ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე, გაერთიანების/თანამშრომლობის სურვილზე, მკვეთრ და გასაგებ ნარატივზე, იმედსა და ოპტიმიზმე, ავტორიტეტულ საზოგადოებრივი ცენტრებსა და ამ ცენტრების გაერთიანების სურვილზე, დაუმორჩილებლობის კამპანიების წარმართვის ცოდნაზე და პოლიტიკური ძალის წყაროების კონტროლის კომპეტენციაზე. ეხლა კი, მოდით, ვნახოთ ჰიბრიდული ომის მთავარი მიზნები და მოქმედების ფორმები საქართველოში: ?
➡ დაუცველობისა და ნიჰილიზმის დათესვა - მხოლოდ შარშან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, საოკუპაციაო ზოლიდან 100-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. რამდენიმე მათგანი წამებით მოკლეს საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე. მოწინააღმდეგე ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ისინი დაუცველები არიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა და ამის შესახებ მცირე პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის დასრულიბიდან რამდენიმე საათში ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გზავნილი იგივეა - თქვენ დაუცველები ხართ და ჩვენ დაუსჯელები. პანკისის ხეობაში ჩეჩნეთის ავტორიტარი მმართველის, კადიროვის გამოსახულებიანი დროშებით მსვლელობა მოეწყო პანკისის ხეობაში - წ „აქტიური ღონისძიება“, რომელმაც გამოაგზავნა გზავნილი რომ ყველაფრის მიუხედავად ავტორიტეტით ვსარგებლობთ საქართველოს ტერიტორიაზეო. ოკუპირებული ზონიდან საქართველოს გატაცებული მოქალაქის დაბრუნების შემდეგ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბრუნება რუსი და ქართველი მოჭიდავეების შეთანხმების შედეგად მოხდა - გზავნილი, ხელისუფლებაზე უკეთ სახალხო დიპლომატიას შეუძლია პრობლემების მოგვარება, თითქოს დიალოგი აუცილებელია და თანაც შედეგიანი.
➡ არავითარი კონსენსუსი საზოგადოებაში - მოწინააღმდეგის მთავარი მიზანია გააქროს ყველა შანსი, რომელიც არსებობს ან/და შესაძლოა გაჩნდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის თემებთან დაკავშირებით - თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკა. მოწინააღმდეგემ მოახერხა და ქართველი ხალხის 200 წლიანი დამცირების, განადგურების, მკვლელობების, ოკუპაციის მიუხედავად, 2008 წლიდან 10 წლის შემდეგ საზოგადოება დაყო ორ ნაწილად - ერთნი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და მეორენი, რომლებსაც სჯერათ რომ რუსეთი მტერია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 75-80% ემხრობა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი მყისიერად მოწყვლადი გახდება თუ, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემას წამოაყენებ.
➡ ეკონომიკური დამოკიდებულება - როგორც საქართველოს, ისე უკრაინს მაგალითზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის ფედერაცია, მიზანმიმართულად ცდილობს კორუფციულ და გაუმჭვირვალე ბიზნეს-ურთიერთობებში ჩაითროს სამიზნე ქვეყნის ბეზნესწრეების წარმომადგენლები. ამ გზით, ის ერთდროულად ქმნის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულ, როგორც ბიზნეს-ელიტას ისე, ქვეყნის ბიუჯეტს. როგორც წესი, საბოლოო გამარჯვების გაფორმება, აუცილებლად ითხოვს მოკავშირეების არსებობს ხმელეთზე (boots on the ground). ამდენად, კრემლი ყოველთვის ცდილობს, რომ ერთ-ერთი ასეთი „მოკავშირე“ ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯგუფი იყოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკურ პროცესშიც მარტივად ჩაერთვება. მარტივი, კორუფციული სქემით დოვლათის დაგროვებაზე უარის თქმა, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საბჭოეთს მოსწრებული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის (ყურადღებით უნდა იყვნენ ჩვენი მეღვინეები).
ჩემთვის, მხოლოდ საქართველოს მაგალითზე და არც თუ ისე სიღრმისეული მსჯელობითაც კი ნათელია, რომ სწორედ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის სურვილისთვის აუციელებელი ინსტრუმენტების, ამ წინააღმდეგობის ძრავისთვის აუცილებელი "საწვავის" "აორთქლებას" ისახავს მიზნად რუსული ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოში. შესაბამისად, ბუნებრივი მგონია, როდესაც ჩნდება კითხვა: ხვალ რომ 9 აპრილი იყოს?
#კრემლიუნდადაინგრეს #ძალაჩვენშია
გიორგი მოლოდინი,
სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის