ფაქტზე, რომ რუსეთის საპატრიარქო და წმინდა სინოდი რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, ასევე სხვა ძალოვანი თუ სპეციალური სპეციალურ სამსახურების უწყებრივი დანამატია, დღეს, უკვე არავინ დავობს. ამ მოცემულობას თანამედროვე რუსეთში თავისი ისტორიული წარსული აქვს - ასე იყო და ასე გრძელდება.
ფაქტი#1
მე-18 საუკუნეში, 1721 წელს, პეტრე პირველმა მოაწყო სისტემა, რომელმაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მმართველი პოლიტიკური კლასის/ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად აქცია. მან რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტი გააუქმა და ეკლესიის კონტროლის მიზნით, უწმიდესი სინოდის მმართველობითი ორგანო შექმნა, რომელსაც სათავეში საერო პირი – ობერ-პროკურორი ჩაუყენა. სინოდის ნებისმიერი წევრი კი, იმპერატორის ერთგულებაზე იფიცებდა. ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ახალი, უზენაესი ხელისუფალი, საერო პირი იღებდა.
ფაქტი#2
ეკლესიის სრული დამორჩილება კი ეკატერინე მეორემ დაასრულა. მისი დავალებით, 1764 წელს ეკლესიას მიწები ჩამოართვეს, საეკლესიო თანამდებობები კლასების მიხედვით დაიყო და სასულიერო პირებს ხელფასი იმპერიის ხაზინიდან დაენიშნათ. ხელფასზე დამოკიდებული რუსი მღვდელი, ხელისუფლების ნების უსიტყვო შემსრულებელი გახდა.
ფაქტი#3
მე-19 საუკუნეში კი, „რუსულ ჩექმას“ საქართველოში უკვე მორჩილი, სულიერებისგან მაქსიმალურად დაცლილი რუსული ეკლესია, კონკრეტული ამოცანებით შემოჰყვა - ა) ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაცია და ბ ) ქართველების რუსულ სამყაროში ათქვეფა:
- გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალია;
- გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები;
- განადგურდა საეკლესიო სიძველეეები;
- „თხის კიკინად“ მოინათლა ქართული გალობა;
- აიკრძალა ქართულ ენაზე წირვა–ლოცვა;
- მთლიანად შეათეთრეს სვეტიცხოველის, ალავერდის, სამთავისის ქართული ფრესკები;
- ეკლესიების ნაწილს რუსულ ყაიდაზე შეუცვალეს გუმბათები;
- ქართული სასულიერო სასწავლებლების უმეტესობა რუსულად გადაკეთდა;
დაიწყო რუსული სულისკვეთებით განმსჭვალული, ახალი ყაიდის ქართველი სამღვდელოების აღზრდა. საეკლესიო-სამრევლო სკოლებმა დაიწყეს რუსული ენის სწავლება და მთლიანობაში, დაიწყო ქართული საზოგადოების გარუსება. თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართულად ლაპარაკიც კი აიკრძალა. შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქართული საზოგადოების ნაწილს, მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირდა. ეკლესია ზედმიწევნით ასრულებდა მმართველი კლასის დავალებებს - ის ქართველების გულისა და გონების ოკუპაციას ახდენდა.
საუკუნეების შემდეგ, დღესაც, რუსული ეკლესიისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაციის თანამშრომლობის სისტემა არ იცვლება. მთავრობის ნებისმიერ დაკვეთას, რუსი სამღვდელობა კვლავ შესაშური მონდომებით ასრულებს. რუსეთის პრეზიდენტის მსგავსად, რუსეთის პატრიარქი, საბჭოთა კავშირის დაშლას ისტორიული რუსეთის დაღუპვას უწოდებს.
იგივე ვითარებაა ერთმორწმუნე საქართველოს შემთხვევაშიც. რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ კამპანიაში, რუსული ეკლესია უცვლელად მონაწილეობს. პატრიარქ კირილის განცხადებით, 2008 წელს, ომი, სწორედ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო. რუსეთის საპატრიარქო ოფიციალურად ულოცავს საქართველოსგან დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ მთავრობებს; მიღებას უმართავს სეპარატისტთა ლიდერებს: კოკოითს, ბიბილოვს და ანქვაბს. ამდენად, საქართველოში, რუსული ეკლესია რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაციის მიზნების მხარდაჭერი ინსტრუმენტია.
საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
გაიარე რეგისტრაცია! გაავრცელე სიმართლე!