უკან დაბრუნება

კრემლის სქემა სანქციების გვერდის ასავლელად

27 ნოემბერი 2018

მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა

წყარო: ვაშინგტონ პოსტი

კრემლის სქემა სანქციების გვერდის ასავლელად

ომისგან დაღდასმული ოსური ანკლავი კავკასიის მთების სამხრეთით რუსეთის ჩრდილოვანი იმპერიის ფარულ ფინანსურ გზაგამტარად იქცა შავი ზღვის რეგიონში. 

კრემლი წლების განმავლობაში აფინანსებდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრორუსულად განწყობილ მოძრაობებს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. მოსკოვის უმთავრესი მიზანი იყო, შეენარჩუნებინა გავლენა ამ ქვეყნებზე და წინააღმდეგობა გაეწია დასავლეთთან მათი ინტეგრაციისთვის.

 

არასახელმწფო აქტორთა ქსელი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მოსკოვისთვის დარუსულმა ავტონომიურმა ფინანსურმა სისტემამ რამდენიმე მათგანიამ ეტაპზე ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა. „ვაშინგტონ პოსტის“ გამოძიებამ, მათ შორის ინტერვიუებმა ბიზნესმენებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან, გამოააშკარავა, ასე ვთქვათ, იმპროვიზებული საბანკო სისტემის ფართო გამოყენების პრაქტიკა, რომელშიც ჩართულია თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა.

 

სისტემა მუშაობს იმ ბარიერების გვერდის ავლით, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებისთვის არის დაწესებული ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ.

 

აღმოსავლეთი უკრაინიდან ფული „სამხრეთ ოსეთში“ირიცხება. ეს თანხები კი დაკავშირებულია რუსეთთან. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, ცხინვალიდან ფული უკვე რუსეთში ირიცხება და იხარჯება ისეთი საჭიროებებისთვის, როგორებიცაა საწვავი, სამშენებლო მასალები ან საკვები.ეს პროდუქტებიკი რუსეთიდან პირდაპირ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში იგზავნება.

 

შეთანხმება უკუმიმართულებითაც მუშაობს. ის საშუალებას იძლევა, სეპარატისტული რეგიონებიდან საქონლის ექსპორტი რუსეთში განხორციელდეს. მხოლოდ მიმდინარე წელს, „სამხრეთი ოსეთის“ საგადასახადო სამსახურის შეფასებით, მათი გავლით 150 მილიონ დოლარზე მეტის ტრანზაქცია განხორციელდა.

 

 

ცხინვალში ვიზიტისას „ვაშინგტონ პოსტმა“ მოიძია დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც დგინდება, რომ აღნიშნული ანკლავიმოსკოვის ფინანსური მაქინაციების დასაყრდენად გადაიქცა. „შესაძლოა, ვინმეს აზრით ეს არასწორია, მაგრამ ჩვენი თვალსაზრისით სწორედ რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ,“ - განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჯიგკაევმა.

 

„სამხრეთმა ოსეთმა“ რუსეთს ნება დართო, საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლით დაემკვიდრებინა რეგიონში საკუთარი წესები და ჩამოეყალიბებინა ალტერნატიული დაფინანსების წყაროებიაღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისთვის.

რეგიონის პროდასავლურმა მთავრობებმა, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის, გააძლიერეს თანამშრომლობა ნატოსთან და სამომავლოდ მის წევრობასაც უმიზნებენ. „მოუგვარებელი კონფლიქტები რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად ჩვენი ქვეყნების იძულებისთვის კარგი ინსტრუმენტებია,“ - განაცხადა საქართველოს მთავრობის წევრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის 1/10-ის ფონზეც კი რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, არ ჩამორჩესდასავლეთთან ეკონომიკურ კონკურენციას. მოსკოვის ხელთ არსებული ბირთვული არსენალი და ძვირადღირებული სამხედრო ექსპანსია მისთვის უმთავრეს ინსტრუმენტებად რჩება გლობალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მხარეთა შორის ეკონომიკური დისბალანსი ნიშნავს, რომ დასავლური სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, აიძულებს მას, ერთდროულად იყოს ხელმომჭირნე და კრეატიული სანქციების გავლენებისგან თავის დასაღწევად.ამ ფონზე „სამხრეთ ოსეთი“ ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოუდგენელფინანსურ „კარიბჭედ“ იქცა.

 

აღნიშნული რეგიონი პროდასავლური საქართველოსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ძალების ორი ომის ეპიცენტრი იყო, მოყოლებული 1990-იანებიდან. მოსახლეობა 50 ათასამდეა, რომლის დიდი უმრავლესობა მშობლიურ ოსურ ენაზე ლაპარაკობს. პრორუსულად განწყობილი ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები ცხინვალიდან 400 მილის დაშორებითაა და იქ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს „სამხრეთ ოსეთზე“.

 

ანკლავის საეჭვო საერთაშორისო სტატუსი რუსეთს მოქმედებათა თავისუფლებას აძლევს, შექმნას საკუთარი საბანკო სისტემა, რომელიც საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს. „სამხრეთ ოსეთში“ საკუთარ თავს დამოუკიდებელ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ თითქმის სრულად საბიუჯეტო შემოსავლების კუთხითაც. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ცხინვალში მოსკოვის თანხმობის გარეშე.

 

ფინანსური ნაკადების ნაწილი კრემლსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს შორის ცხინვალში სამი წლის წინ დაარსებული„საერთაშორისოგადარიცხვებისბანკის“ გავლით მოძრაობს. საგადასახადო დოკუმენტაციის თანახმად, ცხინვალში მოქმედი „გამტარი პუნქტის“ გამოყენებით მარტო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოსკოვმა 150 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიტანა აღმოსავლეთ უკრაინაში. უკრაინულ რეგიონებთან ვაჭრობის სქემაში ჩართული იყო ცხინვალში რეგისტრირებული მინიმუმ 146 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

„სამხრეთი ოსეთი“ ძალიან დაემსგავსა ოფშორულ კომპანიას, - განაცხადა დონეცკში მცხოვრებმა საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზაციის ადვოკატმა. მან კომენტარი მხოლოდ ანონიმურობის დაცვის გარანტიით გააკეთა.ანონიმურადსაუბრობენ ამავე თემაზე სხვა იურისტებიც, ბიზნესმენებიც და დონეცკის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

 

რუსეთი პირდაპირიგზებითაცეხმარება აღმოსავლეთი უკრაინის ტერიტორიებს. საერთაშორისო დამკვირვებლების ხელთ არსებული უპილოტო საფრენი აპარატებით მრავალჯერ დაფიქსირდა სატვირთო მანქანების კოლონები, რომლებიც ღამის საფარქვეშ გადაადგილდებოდნენ სეპარატისთა კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებისკენ, თანაც ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით. დასავლელი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთი სეპარატისტების ძალების სამხედრო-ლოგისტიკურ უზრუნველყოფასაც ახორციელებს. რუსეთი კი ყოველჯერზე უარყოფს პირდაპირ სამხედრო დახმარებას.

 

ერთგვარ იმპროვიზებულსაბანკო სისტემას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა ცხინვალში „საერთაშორისოგადარიცხვებისბანკი“ დაარსდა. იმავე დროს მოსკოვში შეიქმნა მეორე საფინანსო ინსტიტუტი, პრაქტიკულადანალოგიური სახელით. „საერთაშორისო გადახდების ცენტრმა“ რუსეთში საბანკო ლიცენზია 2016 წელს მიიღო. უკანასკნელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აკადემიის 1981 წლის კურსდამთავრებული ვიაჩესლავ მაზურინი ხელმძღვანელობს. „ვაშინგტონ პოსტს“ მან ინტერვიუზე უარი უთხრა. ოფიციალურად ამ ორ ორგანიზაციას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ „სამხრეთ ოსეთთან“ და ამას წარმატებით ვაკეთებთ. რუსები ხელშეკრულებას დებენ ოსებთან, ოსები ჩვენთან და ასე იკვრება ეს სამკუთხედი,“ - განაცხადა ნაციონალისტმა მწერალმა ზახარ პრილეპინმა, ვინც 2018 წლის დასაწყისამდე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის მრჩევლად მუშაობდა.

 

„სამხრეთ ოსეთს“ კრემლითავისი მოწინავე სამხედრო ძალების საყრდენწერტილადაც კავკასიის რეგიონში. მხარეთა შორის მტრული ურთიერთობები 2008 წელს რეგიონში ოსებსა და ქართველებს შორის მეორე ომში გადაიზარდა. რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები, შემდგომ კი აღიარა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ისევე როგორც საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის. ამის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობები რეგიონებში.

 

რუსეთის სტრატეგიული რუკა სხვა სეპარატისტულ რეგიონებსაც მოიცავს, მაგალითად, დნესტრიპირეთს მოლდოვაში, ისევე როგორც ყირიმს, რომლის ანექსიაც 2014 წელს მოხდა და რამაც, საბოლოო ჯამში, მოსკოვის ქმედებების მიმართ საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია. კრემლს სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა ძვირად უჯდება. ქვეყნის ხაზინას ძირს უთხრის საერთაშორისო სანქციები, მოსახლეობის საშუალო ასაკის მატება, გლობალური მილიტარისტული ამბიციები და ფესვგადგმული კორუფცია.

 

„სამხრეთ ოსეთის“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გასული წლის 120 მილიონდოლარიანი ბიუჯეტიდან 110 მილიონი რუსეთიდან დახმარების სახით გადაირიცხა;კრემლს რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა; მილიარდები ჯდება აღმოსავლეთ უკრინაში წარმოებული სამხედრო ინტერვენციაც.

 

თემას, „სამხრეთი ოსეთის“ როლზე უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან ვაჭრობის საქმეში, რუსული გამოცემებიც შეეხნენ, ისეთები, როგორებიცაა „მედუზა“ და „კომერსანტი“. მიუხედავად ამისა, აღნიშნულისაქმიანობის საერთო მოცულობის შესახებ ინფორმაციის დოკუმენტურად დადასტურება პირველად მოხდა.

 

ისევ და ისევ ოსური საგადასახადო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფულის მოძრაობა ზემოთ აღწერილ „ფინანსურ სამკუთხედში“ შარშანდელს შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2017 წლის პირველ ნახევარში ცხინვალში მოქმედი ბანკის გავლით აღმოსავლეთ უკრაინაში 90 მილიონი დოლარის პროდუქცია მოხვდა.

 

ყველაზე მსხვილი ფირმა, რომელიც ცხინვალის გავლით რუსეთში ყიდულობს პროდუქციას, არის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია, რომელიც 52 გასამართ სადგურს ფლობს და რომელსაც ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ მთავრობა აკონტროლებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ გააჩნდათ სურვილი, კომენტარი გაეკეთებინათ „სამხრეთი ოსეთის“ როლზემათ ბიზნესში.

 

2018 წლის იანვარში „სამხრეთ ოსეთში“ დარეგისტრირებულ კომპანია „ვნეშტორგსერვისს“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაადო აღმოსავლეთ უკრაინასთან ბიზნესკავშირების გამო. ცხინვალში განაცხადეს, რომ არ გააჩნიათ ინფორმაცია ამ ფირმაზე. მათთან დაკავშირება ვერც „ვაშინგტონ პოსტმა“ შეძლო.

 

ოსი სეპარატისტების ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 2018 წლის ივლისში ბაშარ ალ-ასადს ესტუმრა. ის ახლა სირიაში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნასაც გეგმავს. „სამხრეთმა ოსეთმა“ ბიზნესის და ეკონომიკური კავშირების შესახებ ხელშეკრულება დადო ყირიმთან,  დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობების  დელეგაციები კი მას ხშირად სტუმრობენ. „ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო დერეფნად გადასაქცევად. ჩვენ არ გვეშინია საერთაშორისო სანქციების,“ - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჯიგკაევმა.

 

საქართველოს მთავრობაში, რა თქმა უნდა, იციან ფულის მოძრაობის სქემების შესახებ უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან ცხინვალისკენ, თუმცა მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

 

გაზიარება