უკან დაბრუნება

რუსეთის მოსახლეობა 170 ათასი ადამიანით შემცირდა - ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით

9 ნოემბერი 2018

რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (როსსტატი) მონაცემით, 2018 წლის 7 თვის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 170 ათასიადამიანით შემცირდა. როგორც ირკვევა, ბოლო ათი წლის მანძილზე ეს რეკორდულიმაჩვენებელია.

 

 

შობადობისა და სიკვდილიანობის შედარებისას აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იკლებს. კერძოდ: კვირაში 5 ათასი, დღეში კი 700 ადამიანით.

 

 

როსსტატის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში 928,9 ათასი ადამიანი დაიბადა - 40 ათასით ნაკლები ვიდრე 2017 წელს. ამავე პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15 ათასით გაიზარდა და მილიონ 99 ათასს მიაღწია. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სიკვდილიანობამ შობადობას1,2-ჯერ გადააჭარბა.

 

 

მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი მონაცემებია. რუსეთის ცალკეულ რეგიონებში დემოგრაფიულ სტატისტიკას  კატასტროფული სახე აქვს. როგორც ირკვევა, რუსეთის ფედერაციის ყოველ მესამე სუბიექტში, 1,5-2-ჯერ მეტი მოქალაქე კვდება, ვიდრე იბადება.

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მურმანსკის ოლქის მოსახელობა 34 პროცენტით შემცირდა; სახალინის - 31 %; არხანგელსკის - 26%. ამურის, კიროვის, ივანოვოს, ტვერის, ტამბოვისა და კოსტრომის ოლქის მოსახლეობა 20 % პროცენტით შემცირდა.15% პროცენტი დაკარგეს: სმოლენსკის, ვლადიმირის, რიაზანისა და ორლოვის ოლქებმა.

 

რუსეთის ფედერაციის 85 სუბიექტიდან 83-ში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად იკლებს, ხოლო 54 რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს.

 

2009 წლიდან 2017 წლამდე რუსეთის მოსახლოება 4,9 მილიონით გაიზარდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ზრდაში ძირითადი დამსახურება 2014 წელს ყირიმის შემოერთებასა და უკრაინიდან რუსი ეროვნების მოქალაქეებისრუსეთში გადინებას მიუძღვის.

 

 

როგორც წესი, რუსეთის დემოგრაფიული მაჩვენებელის ზრდას, პოსტ-საბჭოური ქვეყნებიდან მიგრანტების მოზიდვა უწყობდა ხელს. მაგრამ უკანასკნელ წლებში, შეინიშნება საწინააღმდეგო პროცესი. რუსეთში ემიგრირებულთა რიცხვი თითქმის იგივე დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა რუსეთიდან წასული ემიგრანტების რაოდენობა. მაგალითად 2017 წელს რუსეთიდან სამშობლოში 168 ადამიანი დაბრუნდა. 2018 წლის მარტო იანვარ-ივლისის პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა უკვე 210 ათასს გადააჭარბა. პირველ რიგში ეს ეხება უკრაინელებს. თუ 2017 წელს უკრაინაში 42 ათასი ადამიანი დაბრუნდა, წელს მათი რიცხვი თითქმის ორჯერ გაიზარდა და 70,5 ათას მიაღწია.

 

სოციალური ანალიზისა და პროგნოზირების ინსტიტუტის (РАНХиГС) წამყვანი მეცნიერ თანამშრომელის ნიკიტა მკრტიჩიანის შეფასებით, შესამჩნევად შემცირდა მიგრანტების რაოდენობა უკრაინიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან.პირველ რიგში შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. არასტაბილური გარემოს, რუსული რუბლის რყევისა და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გამო, მიგრანტები რუსულ ბაზარს თავს არიდებენ.მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები კი სულ უფრო მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენიხრებიან.

 

როსსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ამჟამად რუსეთის ფედერაციაში 146,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

წყაროები: იხილეთ ამ ბმულებზე - 1; 2; 3; 4; 

 

გაზიარება