უკან დაბრუნება

როგორც ჩანს, აფხაზებისთვის ისტორიულად ყოველთვის უცხო იყო მომავლის დაგეგმვა

13 ოქტომბერი 2018

ადამიანთა ამა თუ იმ ქცევით აქტზე გამოხმაურებას ჩვენში ბოლო დროს უცხოური ტერმინით - „ფიდბექით“ გამოხატავენ, ან კიდევ ქართული „უკუკავშირით“, თუმცა ეს უკანასკნელი იმდენად არაქართული და ამავდროულად უხამსი კონოტაციის სიტყვა მგონია, რომ „ფიდბექი“ მისწრებაა „გამოხმაურების“ სინონიმად. მაგრამ ის, რაც საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის რუსულენოვან გვერდზე ერთ-ერთი ვიდეოს გამოქვეყნებას კომენტარების სახით მოჰყვა, დიახაც რომ უკუკავშირია და თანაც ორმხრივი. 

 

 

როგორც იცით (ხოლო ვინც არ იცით, გეტყვით, რომ) მოხალისე ლეგიონერების დახმარებით საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის რუსულენოვანი გვერდი ავამოქმედეთ.  ეს არის ჩვენი მცდელობა, უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ხმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და სოციალური მედია ინფორმაციის დემოკრატიზაციის საქმეში კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ. ერთ-ერთი საინფორმაციო პროდუქტი კი, რომელიც ვიდეოს სახით მოვამზადეთ, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ე.წ. რეფერალურ სახელმწიფო პროგრამას შეეხებოდა, რომლითაც ბოლო წლებში ორივე რეგიონიდან ჯამში 6000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 

 

 

მიუხედავად ამ სტატისტიკური მონაცემებისა, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ მიწერილი კომენტარები შეიძლება, სამ ძირითად კატეგორიიად კლასიფიცირდეს: «ვალში ხართ და დიახაც, უნდა გვიმკურნალოთ და დაგვეხმაროთ»; «აფხაზეთში ეს პროგრამა არავის სჭირდება»; «საჯარო დაგმობის ღირსია ყველა, ვინც ამ ქართულ სერვისს გამოიყენებს».

 

ამ სახელმწიფო პროგრამას ორი - ჰუმანიტარული და პოლიკური განზომილება აქვს. და მსგავსი კომენტარების ფონზე მეორე განზომილების პერსპექტიულობა ჩემთვის კიდევ უფრო დიდ კითხვებს აჩენს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუნდაც ასობით ნეგატიური კომენტარი საკმარისი საფუძველია უტყუარი დასკვნის გამოსატანად, - არა, მაგრამ ეს კომენტარები ჩემთვის იქცა საფუძვლად, დამეწერა ის, რაც დავწერე. 

 

მაშ ასე, რატომ ვერ ახერხებს (მოახერხებს) არსებულ პირობებში აფხაზური საზოგადოება განვითარებას? 


თითქმის ყველა ინდიკატორი გვაქვს იმისთვის, რომ დავასკვნათ შემდეგი: თავად აფხაზებიც აღარ დავობენ იმაზე, რომ „ნანატრი თავისუფლების“ შემდემ ისინი კვლავ უიმედოდ ცდილობენ მუხლში გამართვას. თუმცა ეს საზოგადოება კვლავ ჯიუტად აგრძელებს გზას, რომელსაც თვითგანადაგურება გზა შეგვიძლია, ვუწოდოთ. 

 

აფხაზური ნაციონალიზმის, კონსერვატიზმისა და სოციალური სტრუქტურის «კოქტეილი» აფხაზების განვითარების სივრცეს ერთ პატარა „სოფელში“ ათავსებს, სადაც ყველა აწმყოზეა ორიენტირებული და მომავლის ხედვის ჩამოყალიბების შანსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი კოლექტივისტური კულტურაა, სადაც ჯგუფის ინტერესი ყოველთვის ჯაბნის ინდივიდისას. ამ ტიპის საზოგადოებას, როგორც წესი, მართავს ლიდერი, ავტორიტეტი, დიქტატორი, ავტორიტარი, კანონის მაგივრობას კი ავტორიტეტთა ნება, დაუწერელი კანონები, რელიგიური დოგმები და სხვა აბსტრაქტული ნორმები ასრულებენ. 

 

სად არის ამ დროს ინდივიდი? როგორია მისი ქცევის წესი? ასეთ საზოგადოებაში ინდივიდის გადარჩენის ერთადერთი შანსი ამ ჯგუფის წევრობაა, რაც ავტომატურად  აღვიძებს გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტს - მიკედლების სურვილს. ამისათვის მისთვის აუცილებელია, დაიცვას ჯგუფის წესები, გაიზიაროს ავტორიტეტის სურვილი, - თუნდაც არ ეთანხმებოდეს მას, უფრო მეტიც, რაც თავისთავად ტრაგიკულია, გააძლიეროს ეს ჯგუფი, თუნდაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. სხვა შემთხმვევაში მას ჯგუფიდან აუცილებლად მოკვეთენ. 

 

საბოლოო ჯამში, ანალიზს ამ ეთნიკური ჯგუფის დღევანდელი ყოფის პროფილის შემდეგი თავისებურებების ჩამოყალიბებისკენ მივყავართ: კლანურობა, ტრადიციების ერთგულება, კარჩაკეტილობა, სიახლის შიში, წარსულსა და აწმყოზე ფოკუსირება, უცხოს შიში. ეს შიშები კი (სიახლის, უცხოს შიში) ამ ტიპის საზოგადოებისთვის გადამწყვეტია, რომ თავისი აზროვნებით არ გასცდეს „სოფელს“. შესაბამისად, „რეფორმა“, როგორც „სოფლიდან გასვლის“ მცდელობა, არის ამ „სოფელს მიღმა“ და ამავდროურად მტრული პროცესი. ამიტომ, „სოფელი“ ყოველ მცდელობაზე კლავს ნებისმიერ სიახლეს, იმარჯვებს ამ „რეფორმაზე“ და ყოველ ჯერზე ზეიმობს პროგრესის დასამარებას, როგორც საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გადარჩენას. ამდენად, „ჯგუფი“ ცხოვრებას  ნეპოტიზმისა და ავტორიტეტების გაგებით აგრძელებს და ყველაფერი ძველი, აპრობირებული მისაღებია.

 

 

პრაქტიკაში სოციალური ქცევის ეს მანერა ასე გამოიყურება: “კანონიერი ქურდები” ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე უფრო ეფექტურად წყვეტენენ პრობლემებს და ბუნებრივია, რომ ე.წ. „დამოუკიდებლობის“ მოპოვებიდან დღემდე იმგვარი რეფორმის გატარების კუთხით, რომელიც ძირეულად შეცვლიდა გარემოს ოკუპირებულ აფხაზეთში, რაიმე ხელშესახებ შედეგზე საუბარი ზედმეტია. 

 

 

უცხოს შიში, რომელზეც ზემოთვისაუბრე, განსაკუთრებული სიმძაფრით არის წარმოდგენილი თანამედროვე აფხაზურ საზოგადოებაში და კარგს არაფერს უქადის, მაგალითად, იქ მცხოვრებ სომხურ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც უკვე წლებია, აფხაზთა შეფასებით, „თავხედურად“ ეცილება ადგილობრივებს სამუშაო ადგილებში, ბიზნესსა და ხელისუფლებაშიც კი. თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში სომხების აფხაზებზე მოქნილობის ამბავს უფრო მეტად აფხაზების ის გენეტიკური მახასიათებელი უნდა განაპირობებდეს, რომელსაც საკუთარ ნაშრომებში ასე ხაზგასმით აღნიშნავდნენ რუსი მკვლევარები – სიზარმაცე: „იგივე სიზარმაცე უშლის ხელს აფხაზს იმაში, რომ სათანადოდ მოჰკიდოს ხელი მიწათმოქმედებას. იგი არ ჩქარობს, გაზაფხულის დადგომისთანავე მოჰკიდოს ხელი გუთანს ან კავს, რათა მოხნას და დათესოს; მას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა არის გუთანი... მებაღე არ კრავს ბაღის გარშემო ღობეებს, არ რგავს ხეებს, არ ფუთავს მათ საზამთროდ, ხოლო გაზაფხულზე დანით ხელში არ ასუფთავებს მათ გამხმარი ტოტებისგან“. 

 

 

როგორც ჩანს, აფხაზებისთვის ისტორიულად ყოველთვის უცხო იყო მომავლის დაგეგმვა. რუსი მკვლევარი ნიკოლოზ დუბროვინი წერს: „ზამთრისთვის მარაგებს აფხაზი არცთუ ბევრს ამზადებს და საერთოდ ცოტას ზრუნავს თავის მეურნეობაზე“. როგორც ჩანს, ეს გენეტიკური მემკვიდრეობა დღესაც თავის ღირსეულ ადგილს იკავებს აფხაზებში. ბოლო 30 წლის მანძილზე არ არსებობს არც ერთი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც დაგეგმილია 10, 15, 20 წლის პერსპექტივით და აფხაზების არსებული ვითარებიდან გამოყვანისთვის არის შექმნილი. 


მიუხედავად ამ არასახარბიელო ეკონომიკური და, ზოგადად, უიმედო სიტუაციისა, სეპარატისტულმა აფხაზურმა მთავრობამ, როგორც „სოფლის“ მმართველმა ვიწრო ჯგუფმა, იპოვა ხელისუფლებაში მაქსიმალურად დიდხანს და წარმატებული ყოფნის მექანიზმი. ეს არის აფხაზური ეთნოსისთვის დამახასიათებელი გზა, რომელიც თვითგანადგურებაზეა  ორიენტირებული. ანუ, „სოფლის“ კლანის მმართველობის სტრატეგია მარტივია: მათ შექმნეს მტრის ხატი, რომელიც, მათი აზრით, მუდმივად არის მზად, გაანადგუროს ისინი. უფრო მეტიც, ისინი ეუბნებიან კლანის სხვა, რიგით წევრებს, რომ ყველა უბედურება, რაც მათ თავს ხდება, არის ამ „მტრის“ ბრალი და არა კლანის მმართველთა უუნაურობის, კორუმპირებულობის, არაპროფესიონალიზმის და მთლიანად ამ კლანურობის. ამ სისტემის გამოყენებით კლანები წარმატებით ანაცვლებენ ერთმანეთს, მდიდრდებიან და ხელს უწყობენ მტრის ხატის გაძლიერებას, როგორც „აფხაზური ეროვნული ნარატივის“ საფუძველს. 

რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტა კი ამ გზაზე მხოლოდ მიესალმება სეპარატისტთა ასეთ ყოფას. 25 წლის განმავლობაში მან ყველაფერი გააკეთა, რომ ადგილობრივთა განვითარების არეალი არ გასცდენოდა „სოფელს“, რადგან კრემლში კარგად იციან, რომ აფხაზებისთვის განვითარების იმაზე მეტი სივრცის მიცემა, ვიდრე მათი „სოფელია“ , მათი „რუსებისგან წასვლის“ დასაწყისი იქნებოდა. ცნობილია, რომ ადამიანი ნებისმიერ გადაწყვეტილებას შედარების საფუძველზე იღებს. კრემლმა კი 25 წელია, წარმატებით ამოკეტა აფხაზები სივრცეში, სადაც არ არსებობს ალტერნატივა შედარებისთვის. მოსკოვმა იცის, რომ „ფულიანი აფხაზი“, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, „სოფლები“ ერთმანეთს შეადაროს, არ აირჩევს რუსეთს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აირჩევს საქართველოს, მაგრამ კრემლში ეშინიათ ალტერნატივის, რადგან კრემლს არ აქვს მიმზიდველობის კონკურენტული ძალა.

 

ერთადერთი „მიმზიდველობა“ - ეს „აფხაზური ეროვნული ნარატივის“ გაძლიერებაა, რომელიც „სამამულო ომში ქართველზე გამარჯვებით“ იკვებება და თანაც ძალიან „მცირე ასაკიდან“. 

 

 

ასეთ პირობებში ძნელია იმის თქმა, რომ აფხაზებისთვის არსებობს გზა ხსნისა და გადარჩენისა. ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გამოჩნდა ძალა, რომელსაც ეყოფოდა უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამბედაობა. ამასობაში კი, „სოფლის კლანისა“ და კრემლის ინტერესები, ხან - შეგნებულად, ხანაც - შემთხვევით, მაგრამ მაინც ემთხვევა. 

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი 

გიორგი მოლოდნი 

გაზიარება