უკან დაბრუნება

როგორ მუშაობს „Fake News“ - ი

23 მაისი 2018

მტრული პროპაგანდის წარმოებისთვის  (როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმისთვის) ინტერნეტი, უპრეცედენტოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პროპაგანდისტისთვის ახლა უკვე მთავარია დრო, ანუ “თამაში დასწრებაზე”, რადგან მიღებული ინფორმაციით განცდილი პირველადი შთაბეჭდილებები, ემოციები, ჩამოყალიბებული რწმენები თუ დამოკიდებულებები, რომლებიც თავის მხრივ კონკრეტული ქცევებისკენ გვიბიძგებენ, შემხვედრი ინფორმაციით (კონტრ-ინფორმაციით) ძნელად გასაბათილებელია, ხშირად შეუძლებელიც კი. ამდენად, კიდევ უფრო გასაგები ხდება ე.წ. „Fake News“-ების ბოლოდროინდელი „პოპულარობა“:

 Fake News-ის მიერ გავრცელებული მითის არასწორად გაბათილების შემთხვევაში, ამავე მითის ძირითადი არსი, კიდევ უფრო ძლიერდება და ჩვენს გონებაში მტკიცედ ილექება;

 Fake News-ი თავის კვალს ტოვებს მაშინაც კი, როდესაც თქვენ დადასტურებულად იცით, რომ ოდესღაც მიღებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა;

 Fake News-ი მომხმარებლისთვის გასაგებ, მარტივ ენაზეა გადმოცემული და ვიზიალური კომპონენტებით გამდიდრებული რთული ნარატივების ეფექტიანი კომუნიკაციის ინსტრუმენტია;

 Fake News-ი სოციალური ქსელის შესაძლებლობებსა და მახასიათებლებზე, ასევე, ადამიანის ინფორმაციისადმი მიდრეკელებებზეა მორგებული;

გაზიარება