უკან დაბრუნება

თვითმხილველი ლუგარიდან - "ხან რომელ ოთხაში ვეძებეთ ებოლა, ხან რომელ კუთხეში შავი ჭირი..."

9 ოქტომბერი 2018

"ხან რომელ ოთხაში ვეძებეთ ებოლა, ხან რომელ კუთხეში შავი ჭირი, ხან რომელი მაგიდის ქვეშ ჯილეხი. ჩავიხედე კოლბებში, იქნებ გრიპს მაინც გადავეყარო მეთქი. ვერაფერი..."  - გვიყვება ეთო ბუზიაშვილი, რომელიც საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომებისა და პროპაგანდის მკვლევარია.

 

მან, 5 ოქტომბერს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად "ლუგარის ლაბორატორია" დაათვალიერა, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიას კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ფლობაში.

 

"საქართველო მრავალი დაავადების საფრთხის წინაშე დგას და თუ ადრე სხვა ქვეყნებს მივმართავდით დასახმარებლად, დღეს ეს უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილი კვლევითი ცენტრი უნიკალურ საშუალებას გვაძლევს ჩვენით გავიგოთ რა დაავადებებთან გვაქვს საქმე. ლუგარის ლაბორატორიამ არაერთხელ მოიწვია რუსეთის წარმომადგენლები, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ რა ხდება ლაბორატორიაში. ისინი რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდნენ, რადგან ვიზიტის შემთხვევაში აღარ ექნებათ აბსურდული ბრალდებების წამოყენების შესაძლებლობა, რომლისაც თავადაც არ ჯერა" - აგრძელებს მკვლევარი ჩვენთან საუბარს.

 

მისი თქმით, ნათელია, რომ კრემლი უბრალოდ ვერ ეგუება საქართველოს წარმატებებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერს მის ფარგლეს გარეთ. 

 

"დიახ, ვერაფერი, ვერაფერი ვერ ვნახე, გრიპიც კი არ ქონდათ, სამაგიეროდ  შიგნით დაგვხვდა უახლესი კვლევითი ცენტრი და ჩვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველი სპეციალიატები. გარეთ - რუსული ტყუილები და პროპაგანდა" - ამბობს ეთო ბუზიაშვილი. 

 

 

 

სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

#შეიარაღდისიმართლით

 

გაზიარება