უკან დაბრუნება

როგორ იზრდება შეტყობინებისადმი ლოიალობა

23 მაისი 2018

წარმოგიდგენთ კიდევ ერთი მიდრეკილებას, რომელიც ადამიანებს ახასიათებთ და რომელსაც წარმატებით იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისას. მაშ ასე, ეს არის ადამიანის მიდრეკილება დავიჯეროთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანის. რაც უფრო ხშირად ვხედავთ "კომუნიკატორს" მით უფრო იზრდება ჩვენი ლიოალობა/მიმღებლობა გადმოცემილი შეტყობინების მიმართ. ერინ ნიუმანი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ

"ასეთ დროს, ის ფაქტიც კი, რომ "კომუნიკატორი" იმ სფეროს ექსპერტი არ არის, რომელზეც საუბრობს შეუმჩნეველი გვრჩება. უფრო მეტიც, ჩვენ მხედველობაში არ ვიღებთ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც კომუნიკატორის მიერ გავრცელებულ შეტყობინებას მხარს უჭერენ. როდესაც კომუნიკატორი თავის იდეას სხვადასხვა სატელევიზო პროგრამებისა თუ გადაცემების საშუალებით დაუსრულებლად ავრცელებს, ეს ქმნის ილუზიას, რომ იდეა, რომელზეც ის საუბრობს, იმაზე მეტად პოპულარული და ყოვლისმომცველია ვიდრე სინამდვილეშია" 

შედეგად, ჩვენ ვიწყებთ მისი შეტყობინების სიმართლედ განხილვას და აღქმას. ამ ჭრილში, საინტერესოა, რომ კვლევითი ორგანიზაცია „რენდ“-ის ანალიტიკოსები, სწორედ გამეორებადობას ახსენებენ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის საფუძვლების ანალიზისას. ავტორები, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას იშველიებენ და ამბობენ, რომ გამეორება ცნობადობისკენ (Familiarity - აქ, გაშინაურება, დაახლოება ინფორმაციასთან) გვიბიძგებს, რაც თავის მხრივ ინფორმაციის (შეტყობინების) მიმღებლობას ზრდის. ასევე: 

  1. როდესაც ადამიანები ნაკლებად დაინტერესებულნი არიან ამა თუ იმ საკითხით, ისინი,უფრო მეტად არიან მზად ხშირად გამეორებადი შეტყობინება განიხილონ, როგორც ამბის სიმართლეზე მეტყველი ინდიკატორი;
  2. თუნდაც აბსურდული და ურბანული მითების ხშირად მოსმენის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავიჯეროთ მათი სინამდვილე/რეალურობა

გაზიარება