უკან დაბრუნება

"პიროვნულად ჩემთვის ყველაზე უმთავრესი, რაც ევროკავშირის სივრცეში ყოფნამ მომცა - არის განათლება"

13 სექტემბერი 2018

❗ წაიკითხეთ Mikheil Sarjveladze-ის ისტორია ევროპაზე და იმ სიკეთეებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდები მხოლოდ "დასავლეთში" ღებულობენ 🇪🇺🇩🇪

📚 მიხეილ სარჯველაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კიოლნის უნივერსიტეტი 📚

🎓 დასავლეთ ევროპას, კერძოდ კი გერმანიას პირველად 19 წლის ასაკში ვესტუმრე გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიით. საბჭოთა კავშირში დაბადებული და 90-იანი წლების საქართველოში გაზრდილი ახალგაზრდა ადამიანი უეცრად აღმოვჩნდი რადიკალურად განსხვავებულ გარემოში. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა უნივერსიტეტის სტუდენტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი, უზარმაზარი ბიბლიოთეკები და კვლევითი ცენტრები ვნახე 🇪🇺🇩🇪

🎓 საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, რომ გერმანელი თანატოლების მსგავსად მეც მესწავლა რომელიმე გერმანულ უნივერსიტეტში, წიგნებით სავსე და ნათელი ბიბლიოთეკებით. გერმანიას ერთი წლის შემდეგ დავუბრუნდი. თან მქონდა ერთი ჩანთა, 20 ევრო და ენთუზიაზმი. 🇪🇺🇩🇪

🎓 ამ ყველაფრი შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნულად ჩემთვის ყველაზე უმთავრესი, რაც ევროკავშირის სივრცეში ყოფნამ მომცა - არის განათლება. ვამბობ ევროკავშირს და არა კონკრეტულად გერმანიას, რადგან გერმანია ვერ იქნებოდა ექსპორტში მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, ინოვაციების სამშობლო და თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დემოკრატია, რომ არ იყოს ევროკავშირის წევრი, არ სარგებლობდეს შეუზღუდავი სავაჭრო ურთიერთობებით და უსაფრთხო გარემოთი, რომლის გარანტი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია. 🇪🇺🇩🇪

🎓 ევროკავშირი შესაძლოა არ არის იდეალური და უნაკლო კავშირი, მაგამ თუ ჩვენი პლანეტის სხვა კუთხეებში არსებულ რეგიონებს და ალიანსებს შევადარებთ, ყველაზე უსაფრთხო, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი გაერთიანებაა მსოფლიოს მასშტაბით. ქართველებს - განსაკუთრებით კი იმ ხალხს, ვისაც უშუალო შეხება გვაქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო წრეებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გვმართებს უფრო პროაქტიურად ვიმოქმედოთ და ყოველთვის ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ევროპა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან არ მთავრდება. მე პირადად საკუთარ თავს ისეთივე ევროპელად მივიჩნევ, როგორც ჩემი გერმანელი თუ იტალიელი მეგობარი. თავს ევროპელად მივიჩნევ პირველ რიგში იმიტომ რომ ვიზიარებ იმ ევროპულ ღირებულებათა ერთიანობას, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა და რომლის ცენტრში ადამიანი დგას 🇪🇺🇩🇪

🎓 მაშინ როცა ცივი ომის დასრულებით გამოწვეული ეიფორია მსოფლიო პოლიტიკაში გაუფერულდა და ე.წ. პოსტ-სიმართლის ეპოქაში აღმოჩნდით, რომელშიც დღის წესრიგს Fake News-ები და პოპულიზმი განსაზღვრავს, საფრთხეების რაოდენობა საქართველოსთვის, როგორც პატარა და სუსტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა. საფრთხეების პარალელურად გაიზარდა ისეთ ალიანსებში გაწევრიანების მნიშვნელობაც, რომლებიც არამხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებასაც უზრუნველყოფს 🇪🇺🇩🇪

🎓 ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა შევჯერდეთ, როგორი მომავალი გვსურს. გვსურს გავხდეთ იმ ალიანსის წევრი (ევრაზიის კავშირი), რომელიც რუსეთმა - ავტორიტარულმა სახელმწიფომ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ საკუთარი დომინირების მიზნით შექმნა? თუ გვსურს ვიყოთ ალიანსის წევრი, რომელშიც დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, განათლებაზე და ზოგადად ადამიანზე ორიენტირებული სივრცე დაგვხვდება? ჩვენს ირგვლივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ერთადერთი ლოგიკური ალტერნატივა საქართველოსთვის, გადარჩეს ისე რომ საკუთარი თვითმყოფადობა არ დაკარგოს და უსაფრთხო გარემოში განვითარების საშუალება ჰქონდეს, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციაა. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა რათქმაუნდა მაქსიმალურად შეეცდება და ცდილობს გახლიჩოს საზოგადოებრივი აზრი საქართველოში, ისე როგორც ამას მავთულხლართებით აკეთებს ქვეყნის ტერიტორიებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ არის ჩვენი - საზოგადოების წარმომადგენლების მოვალეობა ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას და ხელი შევუშალოთ კრემლს იმ გეგმის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს მიერ საკუთარ, რაციონალურ ინტერესებზე უარის თქმას და რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ითვალისწინებს 🇪🇺🇩🇪,

გაზიარება