უკან დაბრუნება

ნატო არ არის რუსეთის აგრესიის მიზეზი

11 აგვისტო 2018

რუსულმა პროპაგანდამ და 2008 წლის ომის გამოცდილებამ ბევრ ჩვენ მოქალაქეს შეუქმნა მცდარი შთაბეჭდილება - რომ თითქოს ნატო-ში ჩვენი მისწრაფება იწვევს კონფლიქტს რუსეთთან და „თუ წყნარად ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება".

ამიტომ ჩვენ დავინტერესიდთ, არის თუ არა რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიის მიზეზი ნატო-ში მათი გაწევრიანების სურვილი?

ისტორიამ დაგვარწმუნა, რომ „არა":

 

1) თითქმის ყველა მეზობელს რუსეთმა თავს მოახვია ეთნიკური კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, უნდოდათ თუ არა მათ ნატო-ში შესვლა: 1991 და 1992 წელს საქართველოს,  ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, 1990 წელს მოლდოვას დნესტრისპირეთში, 1990 წელს აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში; 2008 წელს კვლავ საქართველოს და 2013 წელს უკრაინას ყირიმსა და დონბასში. დღემდე ამ კონფლიქტებს რუსეთი ინარჩუნებს

 

2) მხოლოდ 2008 წელს და 2014 წელს საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების დროს იყო ამ ქვეყნებში პროდასავლური ხელისუფლება. ყველა სხვა დროს იყო პრორუსული ან ნეიტრალური ხელისუფლება.

 

 3) უფრო მეტიც, მოლდოვას 1994 წლის კონსტიტუციით გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი, საქართველო კი რუსეთის სურვილის გამო 1993 წელს დსთ-ში შევიდა და 1995 წელს 25 წლით დატოვა რუსული ბაზები

 

 4) მაგრამ რუსეთმა არ შეასრულა შევარდნაძისთვის მიცემული პირობა, რომ რუსული ბაზების სანაცვლოად აფხაზეთის დაბრუნებაში დაგვეხმარებოდა და დაიწყო მილიტარიზაცია

 

5) რუსეთის ერთადერთ მეზობლები, სადაც დღემდე ეთნიკური რუსები ცხოვრობენ მაგრამ სადაც რუსეთმა ვერ მოახერხა კონფლიქტების ინსპირირება, სწორედ რომ ნატოს წევრო ბალტიისპირეთის ქვეყნებია

 

 

დასკვნა:
რუსეთის აგრესიის მიზეზი არის არა ნატო, არამედ მეზობლების დამოუკიდებლობასთან ვერ შეგუება. ნატოში წევრობა კი არის დაცვა რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტებიდან.
 

გაზიარება