რუსული „საინფორმაციო კონფრონტაციის“ ერთ ერთი მიმართულებაა სოციალური ქსელების და ზოგადად კიბერსივრცის გამოყენება ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნით, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში.
მიზანი:
მეთოდიკა:
მაგალითი:
რუსული „საინფორმაციო კონფრონტაციის“ ერთ ერთი მიმართულებაა სოციალური ქსელების და ზოგადად კიბერსივრცის გამოყენება ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნით, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნდობის კოროზია (შესუსტება), დააზიანოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ან მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რაც აგრესიის შემთხვევაში გაართულებს პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღებას. ხდება ტრადიციული, ხშირად ყოფითი სამეზობლო დავის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კონტექსტში განხილვა, ან ერთაშორისი ურთიერთობის უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ტრადიციულად სენსიტიურ საკითხებზე აქცენტირება, ნეგატიურ პრიზმაში ნაჩვენები პრობლემატიკის ტირაჟირება სოციალური ქსელებით და შემდგომ ამაზე დისკუსიის გამართვა ტროლების, „სასარგებლო იდიოტების“, თუ სხვა საშუალებების ჩართულობით, რაც, საბოლოო ჯამში ერთაშორისი ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რანგში აიყვანება ხდება. ამ მხრივ საინტერესოა პოლონეთის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული აქტივობების ერთი მიმართულება: პოლონეთი, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ამ სახელმწიფოს მხარდამჭერთა ავანგარდში მოექცა, რის გამოც იგი რუსული ჰიბრიდული აქტივობების სამიზნე გახდა.
2015 წლის დასაწყისში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ე.წ. ლვოვისა და ვილნიუსის სახალხო რესპუბლიკების ფეისბუკგვერდები პოლონური განმასხვავებელი ნიშნების მქონე შეიარაღებული სამხედროების სურათებით და ამ ორი რესპუბლიკის ლიტვისა და უკრაინისგან დამოუკიდებლობის და პოლონეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის მოთხოვნით. საიტზე ასევე ქვეყნდებოდა ინსტრუქციები სეპარატისტთათვის, პოლონური უმცირესობის ენობრივი შეზრუდვის „ფაქტები“ და სხვა პროვოკაციული მასალა. ცხადია ამ ორი „რესპუბლიკის“ იდენტურიბა რუსეთის მიერ მართულ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან თვალსაჩინოა. აღნიშნულმა ქმედებამ ლიტვაში გარკვეული მღელვარება გამოიწვია, რადგან ვილნიუსის შემოგარენში კომპაქტურად მცხოვრები პოლონური უმცირესობა მკვეთრად პრორუსულია და ინფორმაციასაც მისი უმეტესობა რუსული წყაროებიდან იღებს.
ანდრო გოცირიძე,
სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის