როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია და რას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება? თითქმის შეუძლებელია აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ვამოწმოთ ინტერნეტში. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია იმ ძირითადი ტექნიკის ანბანს გავეცნოთ, რაც დაგეხმარებათ დეზინფორმაციისგან თავის აცილებაში:
- პირველწყაროები და თარიღები:
ცრუ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი ძირითადი ხერხი, ძველი ინფორმაციის განახლება, მისი ინტერპრეტირება და ისე გავრცელებაა. ინფორმაციის გადაბეჭდვისას, სურვილის შემთხვევაში, დეზინფორმაციის წყაროსთვის ძალიან მარტივია ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამახინჯება, სასურველი სახის მიცემა და ისე გავრცელება. სტატიის ბოლოს მითითებული წყაროს ბმული მომხმარებელში ხშირ შემთხვევაში სანდოობას ამაღლებს, თუმცა მომხმარებლების დიდი ნაწილი არ მიმართავს მას სრული ინფორმაციის მიღებისთვის. ამიტომ, გადამოწმებისას გაჰყევით მითითებულ წყაროებს და გამოქვეყნების თარიღებს. უმეტეს შემთხვევაში ის პირველწყაროზე გაგიყვანთ, რაც გარკვეული სახის ინფორმაციას მოგცემთ გავრცელებული მასალის შესახებ და თავიდან აგარიდებთ ინტერპრეტირებული ინფორმაციის მიღებას.
- ფოტო და ვიდეო მასალა:
Fake ნიუსების უდიდესი ნაწილი ყალბ ფოტოებზე და ვიდეოებზე დაყრდნობით იქმნება და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია საზოგადოებრივი მღელვარების გამოსაწვევად ან სასურველი ემპათიის მისაღებად. მისგან თავიდან ასარიდებლად, გამოიყენეთ ე.წ. რევერსული ძიება ფოტოთი (search google for image). თუ ინფორმაცია ყალბია ან დადგმულ ფოტოსთან გვაქვს საქმე, აუცილებლად წააწყდებით სხვადასხვა გამოხმაურებებს ან წყაროს შესახებ ინფორმაციას.
ყირიმის ოკუპაციის დაწყების პირველ დღეებში, უკრაინული მხარის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული რუსული არმიის მხრიდან განხორციელებული დაბომბვების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალებს რუსული საინფორმაციო მანქანა წარმატებით იყენებდა უკრაინული მხარის წინააღმდეგ საზოგადოების განწყობის შესაქმნელად. სოც.ქსელებში კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სწრაფად მოიპოვებდა მასალას, თან ურთავდა შესაბამის აღწერას და ბევრად ფართო საინფორმაციო საშუალებებით ისე ავრცელებდა, თითქოს აღნიშნული ფაქტები რუსული მხარის წინააღმდეგ იყო განხორციელებული.
მსგავსი კამპანიის შედეგები, შეიძლება ითქვას, რომ ერთობ წარმატებული აღმოჩნდა და რუსული მხარე ძალიან ხშირად მიმართავდა დებელცევოს რაიონში. მთლიანობაში, რუსულმა მხარემ, უკრაინის ოკუპაციის დროს 60-ზე მეტი ყალბი ფოტო გამოიყენა რომელთა დიდი ნაწილიც საერთოდ სხვა პერიოდის კონფლიქტებსა და გეოგრაფიულ არეალს მოიცავდა. ინფორმაციის გამავრცელებლები კი ისეთი სააგენტოები იყვნენ, როგორიცაა риановост, росииская газета, RT news და სხვა.
#დეზინფორმაცია
#ჩვენმოვიგებთომს
ფოტო: რუსული მხარის მიერ დადგმული ფოტო