მარტი, ბათუმში, დღესაც გამორჩეულად სუსხიანია. თითქმის 100 წლის წინ, 1921-ში, ის კიდევ უფრო მკაცრი იყო... ქალაქში ბოლშევიკთა რევოლუციური კომიტეტია ჩამოყალიბებული და წითელი არმიის საოკუპაციო დივიზიონს მოუთმენლად ელოდება - უნდა შემოუძღვეს. მანამდე, თავად ქალაქი კი, ოსმალებს უკავიათ. ქიაზიმ-ბეი, ოსმალთა ჯარის სარდალი, გამაფრთხილებ განცხადებას აკეთებს - ბათუმის ოლქი თურქეთის განუყოფელი ნაწილიო. ქართული ქალაქი უნდა გაიყონ... ორმოცდაათ წელს მიტანებული ქართველი გენერალი კი, ბათუმშია ჩარჩენილი. მაზნიაშვილის ფიქრებს, წლების შემდეგ წაიკითხავენ საქართველოს მოქალაქეები.
ამონარიდი გენერალ მაზნიაშვილის მოგონებიდან:
ქალაქის დათმობა არცერთ მხარეს არ სურს, მაგრამ ოსმალეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის 16 მარტს მოსკოვში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების გამო, ბოლშევიკები ოსმალებთან ღია სამხედრო კონფლიქტს მოერიდნენ და შემდეგი გეგმა შეიმუშავეს. ბოლშევიკთა „რევოლუციური კომიტეტი“ ოსმალეთის ბათუმიდან გაძევებას ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ხელით შეეცადნენ:
ქალაქში დარჩენილ ქართულ საჯარისო ნაწილებს გენერალი მაზნიაშვილი სწრაფად შეკრებს. ქალაქის მოსახლეობა სწრაფად მობილიზდა. თავად გენერალმა ბოლშევიკთა „რევკომისგან“ ხელშეუხებლობის გარანტიაც მიღებულია. მაზნიაშვილმა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები გააჩაღა. ბრძოლები იყო სასტიკი და ორი დღე და ღამე გაგრძელდა. 19 მარტისთვის, ბათუმი თითქმის მთლიანად გაიწმინდა მოწინააღმდეგისგან. 20 მარტისთვის თურქებმა ბათუმიდან უკან დახევა დაიწყეს. ამონარიდი მაზნიაშვილის მოგონებიდან:
ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს. თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს და სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალი სამშობლოდან გაძევეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ იგი 1937 წელს სასამართლოს გარეშე დახვრიტა.
რუსული პროპაგანდა მუდმივად ამტკიცებს, რომ სწორედ რუსეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი 1921 წლის მარტში ბათუმის ოლქის შენარჩუნება საქართველოს შემადგენლობაში. კრემლის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, ოსმალები ბათუმიდან რუსმა ჯარისკაცებმა გაყარეს. სინამდვილეში კი 1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლას ქართველი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა და ქალაქის შენარჩუნება მხოლოდ ქართული ნაწილების თავდადების წყალობით მოხერხდა.
გამომცემლობა "სახელგამი"; წელი - 1927;
"გენერალ მაზნიაშვილის მოგონებები"
თბილისი