უკან დაბრუნება

ბაჯა / Баџьа - რეალური ამბავი

30 ივლისი 2019

აფხაზეთის ომის შემდეგ ბაჯა თბილისში ცხოვრობს, დევნილია. ჯუმა კი, სოხუმში დარჩა. რამდენიმე წლის წინათ, სოხუმში ჩასულს, აფხაზმა ნაცნობებმა მიამბეს: როცა ჯუმა დათვრება (ხშირად ეს შუაღამისას ხდებაო), იმ სახლთან მიდის, სადაც ომამდე ბაჯა ცხოვრობდა, დადგება შორიახლოს და ბაჯას, რაც შეიძლება ხმამაღლა უხმობს:

- ბაჯა! ბაჯა! ბაჯააააააა....

ბაჯას ბინაში, რა თქმა უნდა, ახლა სხვები ცხოვრობენ. გამოდგებიან აივანზე და ჯუმას ანამუსებენ:

- წადი, ჯუმა აქედან. ხალხს სძინავს, ნუ აღვიძებ... წადი, სული ნუ ამოგვხადე!... არ ცხოვრობს აქ ბაჯა... არ ცხოვრობს აქ ბაჯა!...

- სად არის ბაჯა? - მერამდენედ კითხულობს ჯუმა.

- არ არის, წავიდა, შორსააა... რა უნდა აქ ბაჯას?

- როგორ თუ რა უნდა, აქაა ბაჯა და სულ აქ იქნება... - არ ცხრება ჯუმა.

დგას და ხმამაღლა უხმობს მეგობარს... სახლის პატრონები ჩამოდიან და ვაი-ვაგლახით ატოვებინებენ ჯუმას იქაურობას. ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ ბაჯას მაძიებელ ჯუმას გაკოჭავენ ხოლმე...

მაგრამ გადის სულ სამი თუ ოთხი დღე და შუაღამის სოხუმს კვლავ აღვიძებს ჯუმას ხმამაღალი ძახილი:

- ბაჯა, ბაჯა, ბაჯააააააა

ხანდახან ის ხმა თბილისამდე, ბაჯას აქაურ ბინამდე აღწევს.“

გურამ ოდიშარია, რეალური ამბავი.

Аҧсны аибашьра аамышьҭахь Баџьа Қарҭ дынхон, дыхҵәан. Џьума Аҟәа даанхит. Шықәсқәак раҧхьа, Аҟәа снеит, издыруаз аҧсуак ари ахҭыс сеиҳәит: Џьума аҩы данашьлак (еиҳарак уи ацх агәҭаны иҟалоит),  аибашьра ҟалаанӡа Баџьа дахьынхоз  аҩны ахь дцоит, аҩны дазааигәаны днагыланы имч имоу зегьы рыла Баџьа иқәҿиҭоит:

  • Баџьа! Баџьа! Баџьаааа…

Баџьа иҩны ҳәарада уажәы атәым уаа нхоит. Абарҵа ахь идәылҵны Џьума ддырҧхашоит:

  • Уца уара Џьума наҟ. Ауаа ицәоуп, иааумырҧшын… Уца, ҳаҧсы зегьы ҳхыумхын!..  Ара дынхаӡом  Баџьа… Дынхаӡом ара Баџьа!..
  • Дабаҟоу Баџьа ?- шаҟынтәы дҵааузеи Џьума.
  • Дыҟаӡам,  дцеит, хара дыҟоуп.. Ииҭахәузеи араҟа Баџьа?
  • Ииҭахәуи шҧа,  ара дыҟоуп Баџьа, еснагь ара дыҟазаауеит…- иҽыизеиуқәкуам Џьума.

Дгыланы  ибжьы рдуны иҩыза иқәҿиҭуеит… Аҩны зтәу лыбаауеит, ирулак-ирҳәалак цәгьаҧсышьала Џьума уаантә дықәыргоит. Зны -зынла убраанӡа инеиуеит, Баџьа ишьҭоу деиқәыҿаҳәа дықәыргоит…

Аха хҧа, ҧшьба мшы раамышьҭахь ацх агәҭа Аҟәа еиҭах иаанарҧшуеит Џьума ибжьы ду:

  • Баџьа! Баџьа! Баџьаааа…

Зны- зынла уи абжьы Қарҭ аҟнынӡа, Баџьа араатәи иҩнынӡа иааӡоит.

Гәрам Одишариа, иҟалахьоу ахҭыс.

 

გაზიარება