მოკლედ, ჯერ იყო და "ფეხი დაგვიცდა", მერე პუტინის ისტორიის გაკვეთილი დაგვეწია აღმართში. ესეც არ გვაკმარა ბედმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფაქტიურად ზურგში, კოლაბორაციონისტების მახვილიც გვაგემა.
მაგალითად, ცხინვალის რეგიონიდან რაღაც "ოსთა გენოციდის" კამპანია დაიწყო. საქმეში, ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი რუსული კომპანიის, "მეგაფონის" პიარის ხელმძღვანელი ჩაერთო და "იუთუბზე" ვიდეოები ატვირთა. "სოხუმმა" კი, ჩვენს "ტურისტულ ჭრილობაზე" სცადა მარილის მოყრა - ფესიბუქზე, კამპანია წამოიწყეს ჰაშთაგით - #ЯотдыхаювАбхазииимненравится (#მეაფხაზეთშივისვენებდაძალიანმომწონს). ანუ, მათი იდეა ტურისტული ნაკადის ოკუპირებულ აფხაზეთში გადამისამართებაა.
რას გთავაზობთ, აგერ ჩვენი ვიდეო, აგერ მათი ჰაშთაგი და მშვიდობიანი დასვენება ყველას, ვინც იქ დასვენებას ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მაინც გადაწყვეტს.
ვინც ამ ვიდეოს გააზიარებთ, თან დაურთეთ ეს ?#ЯотдыхаювАбхазииимненравится