უკვე 3️⃣ თვეა, რაც საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი აქტიურად იბრძვის ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ერთგულ მხარდამჭერებთან და რეგისტრირებულ ლეგიონერებთან ერთად. თვეში ჩვენს კონტენტს (ტექსტსაც და ვიდეოსსაც) ჯამში 450.000 ადამიანი ნახულობს. ჩვენს ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე ასეული რეგისტრირებული ლეგიონერი რეგულარულად ეცნობა. ამ მცირე დროში ჩვენი, ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გვაქვს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც, სადაც დავამტკიცეთ, რომ #ძალაჩვენშია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ გადავიდეთ უფრო მჭიდრო კომუნიკაციაზე, რომელიც დამატებით ცოდნას, კავშირებსა და ახალ იდეებს გააჩენს და შეგვძენს ყველას ერთად. ამდენად, ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და გთავაზობთ სამი სპიკერის საჯარო ლექციას, ფრიად საინტერესო თემებით.
? დავით ძიძიშვილი
დავით ძიძიშვილი - 2011 დან 2016 წლამდე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში საინფორმაციო ოპერაციების განყოფილებაში. არის ტრენერი საჯარო დებატების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. კარლ პოპერის პოლიტიკური და საპარლამენტი დებატების ფორმატების ტრენერი და თანაავტორი საერათოშირო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალგაზრდული პოლიტიკური თამაშების დებატების ფორმატისა. 2005 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქართველოში დებატებისა და სადისკუსიო პლატფორმების განვითარებაში. ავტორია ტრენინგ კურსისა - დებატების ტექნოლოგია და აზრის არგუმენტირებული ჩამოყალიბება. დებატები, დისკუსია, კამათი - ჯანსაღ საზოგადოებაში ეს სიტყვები გადაწყვეტილების მოღების პროცესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ბოლო პერიოდში, ხშია შემთხვევა როცა პროპაგანდისტები კამათის ტექნიკას, დარწმუნებისა და სოციალური ზეგავლენის სხვადასხვა ხერხებთან აერთიანებენ და ქმნიან ე.წ. "სუპერ არგუმენტებს" ან პირიქით, ცდილობენ ჩაგვითრიონ არაფრის მომცემ, ფუჭ განხილვაში. ლექცია მიმოიხილავს დარწმუნების სხვადასხვა ტექნიკას და დაგეხმარებათ კამათისას საკითარი პოზიციის დაცვისა და არგუმენტირებული ოპონირების უნარების განვითარებაში.
? გრიგოლ გეგელია
გეგელია არის პოლიტიკური თეორიისა და პოლიტიკის ისტორიის მკვლევარი. 2009-12 წლებში, იგი სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო 2013 წელს, მოიპოვა პოლიტიკური აზრის ისტორიის მაგისტრის ხარისხი (University College London). 2013-18 წლებში, გრიგოლი იყო ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI, Florence) ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტი. გრიგოლ გეგელია ამჟამად რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის ლექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. მისი კვლევის ინტერესებს წარმოადგენს პოლიტიკის თეორია, ევროპის პოლიტიკური ისტორია და თანამედროვეობა, პოპულიზმი და ნაციონალიზმი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. თავისუფალ დროში, გრიგოლი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მედიასთან, როგორც კომენტატორი საშინაო და ევროპულ პოლიტიკაზე. ასევე, გრიგოლი არის საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ანალიტიკური ჯგუფის აქტიური წევრი.
?ანდრო გოცირიძე
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2016 წწ, გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობეზე, 2008-2012 წლებში იყოსს „პრივატ ბანკისა“ და სს „ბანკი კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული დათავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერები სამაღლების მრავალ კომპონენტიანი სისტემა. კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის უნივერსიტეტებში, ასევე რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოხელეთა სასწავლო კურსზე. არის 2015-16 წ. NATO PFPC მიერშექმნილიCyber Security Generic Reference Curriculum თანაავტორი.